ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებული გურჯაანელი მამაკაცი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს.

ამ დროისთვის დადგენილია მასთან კონტაქტში მყოფი 7 პირი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სოფელ ვეჯინში უკვე დაიწყეს მუშაობა ეპიდემიოლოგებმა. როგორც ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ speqtri.ge-სთან განაცხადა, დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო. 

შეგახსენებთ, რომ მამაკაცს კოვიდ-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google