ჯანდაცვა
საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდება
12-13 აგვისტოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკის ბაზაზე უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით ძუძუს უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
ძუძუს უფასო კვლევა, ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის გასინჯვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. მოსახლეობას, საშუალება ექნება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში "ჯეო ჰოსპიტალსის", საგარეჯოს ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებიც ჩაიტაროს.

სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ძუძუს უფასო სკრინინგით სარგებლობა 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებს შეუძლიათ,
საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. კვლევისთვის საჭირო იქნება პირადობის დამასტურებელი მოწმობა.



| Print |
FaceBook Twitter Google