დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10
ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283
შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები