ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან თექვსმეტის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსზე 203 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმეა 16 პაციენტის ჯანმრთელობაც. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1 058. ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს", – განაცხადა მან.

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 1 278–მდე გაიზარდა, ინფიცირებული პაციენტებიდან 1 058 გამოჯანმრთელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google