ჯანდაცვა
6 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 236 მკურნალობს, მათგან, გუშინ გვყავდა 6 კრიტიკული პაციენტი, ერთი მდგომარეობა გაუმჯობესდა და და გადავიყვანეთ მძიმეთა სიაში, მაგრამ დაგვემატა ერთი ახალი და ისევ 6 კრიტიკული პაციენტი გვყავს. მძიმეთა სიაში პაციენტების რაოდენობა არის 23“, - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google