ჯანდაცვა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google