ჯანდაცვა
22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - კოვიდვითარება საქართველოში
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 246 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 5 მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა , ხოლო მცირე ნაწილი მსუბუქი და უსიმპტომოა. საქართველოში სულ კორონავირუსის 1361 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1098 ადამიანი გამოჯანმრთელდა , 17 გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google