ჯანდაცვა
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1385 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1118-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.



| Print |
FaceBook Twitter Google