ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1447 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 1190–ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google