ჯანდაცვა
კოვიდცენტრებში ოთხი კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტია
კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ამ დროისთვის ოთხი კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის სულ1436 შემთხვევაა დადასტურებული. 236 პაციენტი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 6010 კი კარანტინის რეჟიმშია. ვირუსი 1150-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის არის 4 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტი. გუშინ კლინიკიდან ორი განკურნებული პაციენტმა გაეწერა.

| Print |
FaceBook Twitter Google