ჯანდაცვა
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

| Print |
FaceBook Twitter Google