ჯანდაცვა
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია. Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 184 მოქალაქე.
თვითიზოლაციაშია 5 მოქალაქე, 4 კი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
1 სექტემბერს აღებული და PCR ტესტირებისთვის გაგზავნილი 148 ნიმუშიდან ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 15813 ნიმუში, აქედან 5772 მედპერსონალია, შშმ პირი -823, ტრაილერის მძღოლი 67, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 264, შსს- ს თანამშრომელი კი 2427.
| Print |
FaceBook Twitter Google