ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1568 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279 გახდა. 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google