ჯანდაცვა
კორონავირუსის შემთხვევა მწვანე ზონად გამოცხადებულ გურიაშიც დაფიქსირდა
ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს COVID-19 დაუდასტურდა. 21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.

„ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს", - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა.

| Print |
FaceBook Twitter Google