ჯანდაცვა
კახეთში ეპიდსიტუაცია ისევ მშვიდია
შვიდი სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია. რეგიონში, Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ რეგისტრირდება.
კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 58 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 5 მოქალაქე, 4 მოიხსნა თვითიზოლაციიდან.

მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.

წინა კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 1319 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 16767 ნიმუში, აქედან 5876 მედპერსონალია, 823- შშმ პირი , 67- ტრაილერის მძღოლი, 266- საქალაქო ტრანსპორტის, ხოლო 2448 - შსს-ს თანამშრომელია.

| Print |
FaceBook Twitter Google