ჯანდაცვა
ვის არ ეხება რვადღიანი საკარანტინო ვადა
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, რვადღიანი საკარანტინო ვადა მხოლოდ ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს ეხება, ხოლო საქართველოში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ისევ 12-დღიანი საკარანტინო იზოლირება ეკუთვნით.

მისივე თქმით, ამ პირებს მერვე და მე-12 დღეს PCR-ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ.
„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის რვადღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR-ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი გამოდიან, თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google