ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თელავის ,,ევექსის" კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა მედიკოსმა მიმართა. დაინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის
მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა.
ქალს კონტაქტი ჰქონდა ასევე მამასთან, რომელიც გურჯაანში მუშაობს.

ჩატარებული ტესტის მიხედვით მის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა დადასტურდა. ექიმი დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის კონტაქტია.

ამ დროისთვის კონტაქტების იდენტიფიცირებას ეპიდემიოლიგები ცდილობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google