საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა
დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები