ჯანდაცვა
ლაგოდეხში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდგინდა
კორონავირუსი სასაზღვრო პოლიციის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის 4 წევრს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის წარმომადგენლის ნელი ხიზანიშვილის თქმით, შემთხვევები წუხელ გვიან ღამით დადასტურდა.


კორონავირუსი აღმოაჩნდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ცოლს, ორ შვილსა და ბაბუას. თავად მესაზღვრეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა. ის აჭარაში იმყოფებოდა, ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა სამსახურში არ მისულა, რადგან ცხელება ჯერ კიდევ გზაში ჰქონდა და ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მიმართა ადგილობრივ „ცხელების ცენტრს“. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google