ჯანდაცვა
ეპიდვითარების გამო მატანის სკოლაში სწავლა ხვალ აღარ დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა და ააზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის განყოფილების ხელმძღვღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ დაიწყება.
ხიზანიშვილის თქმით ,ვირუსი სოფელ მატანის საჯარო სკოლის პედაგოგს აღმოჩნდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღო. ხიზანიშვილის განცხადებით, დაწყებულია შიდა გავრცელება და კახეთი უკვე წითელი ზონაა.

“დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის” - ამბობს ხიზანიშვილი.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სამი კლასტერი გამოიკვეთა და ყველა ადგილზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს.

“სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ახლო კონტაქტებიდან 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დროულად მოხდა ეპიდკვლევა, შესაბამისად, ლაგოდეხში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ე.წ ველისციხის კლასტერიდან 35 ნიმუში გაიგზავნა და ლაბორატორიულად ოჯახის 5 წევრს ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუდასტურდა, მათ შორის სამ მცირეწლოვან ბავშვს. ამ შემთხვევაში წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, “- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google