ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით,სოფელ ენისელში მცხოვრებ 61 წლის მოქალაქეს, დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე. ყველა გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია. გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა.

ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ მატანში 62 წლის პაციენტს, რომელიც დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ კლასტერთან. ის არის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, იმყოფებოდა კლინიკაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად.

ჯამურად კახეთის რეგიონში სულ 37 ახალი შემთხვევა. მათ შორის: ლაგოდეხში -11, მატანში - 16, ველისციხეში - 7, სიღნაღში - 2, ყვარელში -1.


| Print |
FaceBook Twitter Google