ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილი დაგვემატა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში“, - განაცხადა მან. დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google