ჯანდაცვა
კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყანაში ბოლო ორ დღეში უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კორონავირუსით გარდაცვალების სულ 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 4 140–ია, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google