ჯანდაცვა
„კახეთი-იონში “ ფარისებრ ჯირკვალზე უფასო გამოკვლევები ჩატარდება
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ ,,კახეთი-იონში'' პირველი ოქტომბრიდან 15-დან 18 წლამდე გურჯაანელი მოზარდებისთვის, ფარისებრი ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.


კვლევები ორ მიმართულებას:ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიას მოიცავს.  პაციენტების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება.

უფასო სამედიცინო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ნომერზე: 551 71 71 95. გამოსაკვლევ პირს თან უნდა ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან ოჯახის ზრდასრული წევრი.

| Print |
FaceBook Twitter Google