ჯანდაცვა
კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა
stopcov.ge -ს ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

„70 წლის კაცი აჭარის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google