ჯანდაცვა
პირი, რომლის ტესტირებიდან 12 დღე გავიდა და სიმპტომი არ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად, შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მზად არის კლინიკურად პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ესეთი პაციენტებიც მე-14, მე-15 დღიდან, თუ 3 დღე არიან სიმპტომებისგან თავისუფალი, აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google