ჯანდაცვა
საქართველოში კოვიდინფიცირებული 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვზე იმყოფება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google