ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

57 წლის კაცი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google