ჯანდაცვა
ყვარელში ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთის რეგიონში, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სამხედრო მოსამსახურე დაინფიცირდა, რომელიც თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია.
ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტებს იკვლევენ.

PCR კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუფიქსირდა ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცსაც, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს. ის სპეციალიზირებულ კლინიკაში, თბილისში გადაიყვანეს.

2 შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, აქ ვირუსი ე.წ გორის ქორწილის კლასტერიდან კონტაქტის ორ კონტაქტს აღმოაჩნდა. 

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებული 56 დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |
FaceBook Twitter Google