ჯანდაცვა
თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და ვირუსის არსებობა დღეს დაუდგინდა.
მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.  სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტექსტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

დაინფიცირებული ქალი და მისი მეუღლე თელავის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობს. ორივე მათგანი ახლა თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google