ჯანდაცვა
კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 419-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 445 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის.

„კოვიდსასტუმროში“ მყოფი ადამიანების რაოდენობა 1000-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 39 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google