ჯანდაცვა
დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით 2 ოქტომბერს კორონავირუსს 5 ადამიანი ემხვერპლა. აქედან 2 ბათუმში, 3 კი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 51–დან 90–მდეა. უწყების ინფორმაციით,დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google