ჯანდაცვა
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 52 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google