ჯანდაცვა
კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4 887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google