ჯანდაცვა
სოფელ ერისიმედში სამედიცინო კარავი განთავსდა
დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა. სოფლის შესასვლელ- გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივების PCR ტესტირება მოხდება. ამასთანავე, ერისიმედის საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციური მეთოდით გაგრძელდება.

შეზღუდვების დაწესების მიზეზი დაინფიცირებული 58 წლის ქალი და მისი მეუღლეა. მათ სოფლის თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდათ კონტაქტი.

კახეთის რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების სულ 74 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

| Print |
FaceBook Twitter Google