ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 87- მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი კი 44-ია.

ვირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ მამაკაცს, მან საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით თავად მიმართა. ასევე კორონავირუსი აღმოაჩნდა ყვარლის მკვიდრსაც. მესამე შემთხვევა სოფელ ერისიმედს უკავშირდება, სადაც მეორე დღეა სოფლის შესასვლელ- გასასვლელს პოლიცია აკონტროლებს. ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 43 პაციენტი გადის, აქედან 19 ბინაზე, 1 ადამიანი საკარანტინო სივრცეში და 23 მოქალაქე სხვადასხვა კოვიდკლინიკაში.

რეგიონიდან ლაბორატორიაში 236 ნიმუშია გადაგზავნილი. თვითიზოლაციაში კი 183 ადამიანი იმყოფება. კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში COVID-19-ის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა -19; თელავი - 6; გურჯაანი- 12; ყვარელი -19; ლაგოდეხი - 21; დედოფლისწყარო -2 და სიღნაღი -8. საგარეჯოში კი ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google