ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ ცხრა ადამიანი გარდაიცვალა
StopCov- ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა.გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867-ს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google