stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958
შემთხვევა გამოვლინდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285
შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი,
გარდაიცვალა 128 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები