ჯანდაცვა
ვეჯინის ბაღის დამხმარე თანაშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც speqtri.ge- სთან საუბარში ბაღის მენეჯერმა ეკა სიმონიშვილმა განაცხადა, ქალი მათთან დამხმარედ მუშაობდა.

„დამხმარე მუშაა რომელიც დამეთხოვა მეუღლის ავადმყოფობის გამო და ათი დღე ბაღში არ გამოცხადებულა. მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ამიტომ თავისი სურვილით გაიკეთა ტესტირება. როგორც ვიცი კოვიდინფექცია გუშინ დაუდასტურდა.“

მისივე თქმით, ქალს ბაღის არცერთ თანამშრომელთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ სააღმზრდელო დაწესებულება მუშაობას აგრძელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google