ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 791 შემთხვევა ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ხოლო 2 413 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში — 10 ადამიანი; აჭარაში —7; იმერეთში — 7; შიდა ქართლში —2; ქვემო ქართლში —1; ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში — 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევაა", — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა;
აჭარაში — 369;
იმერეთში — 392;
ქვემო ქართლში — 86;
შიდა ქართლში — 62;
გურიაში — 29;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში — 187;
კახეთში — 57;
სამცხე-ჯავახეთში — 56;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 21.

| Print |
FaceBook Twitter Google