ჯანდაცვა
კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 977 ადამიანი. თვითიზოლაციაში კი 29 876 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google