ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2295ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 381 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 3004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google