ჯანდაცვა
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა.
გამოვლენილი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება : თბილისი- 989 ახალი შემთხვევა, აჭარა - 387, იმერეთი - 387, ქვემო ქართლი - 166, შიდა ქართლი - 133, გურია - 27, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი -33, სამცხე-ჯავახეთი - 29.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170, გარდაიცვალა 381 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google