ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. გარდაიცვალა 401 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google