ჯანდაცვა
გურჯაანში "კრედო" დაიხურა - თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანში "კრედო" ბანკის სესხის ოფიცერს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც ფილიალი დროებით დაიხურა.

ინფორმაცია speqtri.ge-ს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ტესტირება ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ბანკი მუშაობას სარეზერვო თანამშრომლებით ხვალიდან განაახლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google