ჯანდაცვა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stop.cov.ge-ს მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3560 პაციენტი.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 51993, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 37019, გარდაცვლილია - 423 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 3094 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 4618.; კოვიდ სასტუმროში - 2438 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს - 4 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google