ჯანდაცვა
საქართველოში კოვიდინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 - მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი კოვიდსასტუმროში იმყოფება, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა თბილისი. მას მოსდევს იმერეთი, აჭარამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

| Print |
FaceBook Twitter Google