ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 102 შემთხვევა დაფიქსირდა
14 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით 102 პირი დაინფიცირდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებული შემთხვევების სტატისტიკას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღესაც კვლავ დედაქალაქშია.

ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს თბილისში 1302 შეადგინა. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:

იმერეთი – 609 ინფიცირებული;
აჭარა – 603;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 397;
შიდა ქართლი –140;
ქვემო ქართლი – 122;
კახეთი -102;
მცხეთა-მთიანეთი – 97;
გურია – 94;
სამცხე-ჯავახეთი – 76;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

სულ ქვეყნის მასშტაბით დღეს 3504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.გამოჯანმრთელდა 3163, გარდაიცვალა 33.
აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google