ჯანდაცვა
დღეს კახეთში კორონავირუსის 126 შემთხვევა დაფიქსირდა
15 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით 126 პირი დაინფიცირდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებული შემთხვევების სტატისტიკას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია, ყველაზე დაბალი კი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს თბილისში 1354 შეადგინა.

შემთხვევათა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:

აჭარა – 410 ინფიცირებული;
იმერეთი – 398;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 248;
ქვემო ქართლი – 198;
შიდა ქართლი – 153;
კახეთი -126;
გურია – 60;
მცხეთა-მთიანეთი – 41;
სამცხე-ჯავახეთი – 26;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

სულ ქვეყნის მასშტაბით დღეს 3020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3387, გარდაიცვალა 34.
აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google