stopcov.ge -ს მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3
768 ადამიანს დაუდასტურდა, 4 055 კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77 932-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 894 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები